გამოძიების სტრატეგია 20-21 ივნისის ღამის მოვლენების შემდეგ 

07 ივლისი 2019, 19:45 1424 ნახვა

ე.წ. გავრილოვის ღამის აქციაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ დაკავებათა სერია დაიწყო. 4 პირს პატიმრობა უკვე შეუფარდეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით წაუყენეს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

ამავე საქმეზე ბრალდებულია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია. მას გადაადგილება შეეზღუდა და ამ მიზნით სპეციალური სამაჯური გაუკეთდა. პროკურატურის განცხადებით, 20-ი - 21 ივნისის ღამეზე გამოძიების მუხლი შეიცვლება. სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) 315-ე (შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად) მუხლებით გაგრძელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი