პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საპლაჟო ფეხბურთის ნაკრებმა ასპარეზობა წამატებით დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთი მინიმალური სხვაობით 4:3 დაამარცხა.
საქართველოს მხრიდან მატჩში გოლები : თოდაძემ , შამილაძემ ,ქოქოლაძემ და დავითაძემ გაიტანეს.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს საპლაჟო ფეხბურთის ნაკრები ხვალ თბილისის დროით 13:30 საათზე ნორვეგიის წინააღმდეგ გამართავს.
საქართველოს ნაკრებში ბათუმის დინამოს საპლაჟო გუნდის 9 ფეხბურთელი ირიცხება.