საიას განცხადება

19 აპრილი 2016, 00:00 5166 ნახვა

მერაბ ტურავასთვის ბათუმში ბინის გადაცემის ფაქტს საია გამოეხმაურა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა საქმიანობისათვის შესაბამისი გარანტიების შექმნა წარმოადგენს სახელმწიფოს ვალდებულებას და ამ პროცესში თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული ქონება არ უნდა იყოს გამოყენებული.  საია მოუწოდებს ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა სოციალური გარანტიების უზრუნველყოფის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთათვის უძრავი ქონების საკითხთან დაკავშირებით, დროულად შეიმუშაოს სათანადო რეგულაციები, რომლის მიღებამდე უნდა შეჩერდეს სიმბოლურ ფასად უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა. ასევე მოსამართლეებს საცხოვრებელი ფართი უნდა გადაეცეთ დროებით სარგებლობაში და არა სიმბოლურ ფასად საკუთრებაში. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში