ბათუმში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ერთმანეთს შეეჯახა, შემდეგ კი ხეს. ავარიის დროს ახალგაზრდა კაცი დაშავდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი ''მედ-ცენტრში'' გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. კლინიკაში მას კვლევები უტარდება.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოფარგლული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.