ბრალდება და არგუმენტები

22 აგვისტო 2016, 00:00 2798 ნახვა

ბათუმის ოლქში კომისიის წევრების არჩევის პროცესებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი პოლიტიკურად აფასებს. პეტრე ზამბახიძე კომისიის წევრთა არჩევნების გაყალბების  ფაქტებზე საუბრობს და იმ ფოტო მასალაზე მიუთითებს, სადაც უსკოს მდივანს და 79-ე ოლქის თავმჯდომარეს ქართული ოცნების წევრებთან ერთად აქვთ გადაღებული. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი  უცხოელ დამკვირვებლებს და არასამთავრობოს მიმართავს, რომ  კომისიების დაკომპლექტების პროცესში აქტიურად ჩაერთონ. ბრალდებებს პროვოკაციას უწოდებენ “ქართული ოცნების”  ბათუმის ორგანიზაციაში. ირაკლი მიქელაძე  ამბობს, რომ კომისიის წევრების არჩევნებს პროფესიონალები ატარებენ. ბრალდებებს უსკოს მდივანიც პასუხობს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი