შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დაცვის დღეს კვლავ დღის წესრიგში დგას გამოწვევები, რომლებსაც ადამიანები გარემო პირობების, სერვისების არარსებობის და დისკრიმინაციული მიდგომების გამო აწყდებიან.
პროგრამები ძირითადად არასრულწლოვნებზეა მორგებული, დაბრკოლებები კი იქმნება ზრდასრულობის პერიოდშიც. მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა.
შშმ პირთა მიმართ სტერეოტიპები და სოციალური მოდელის დანერგვა აჭარაში - UNICEF-ის ამ პროექტის ფარგლებში მოამზადა სიუჟეტი ქეთი ჭყონიამ.