საპროტესტო აქცია ვაშლოვანში

22 აგვისტო 2016, 00:00 2386 ნახვა

საპროტესტო აქცია სოფელ ვაშლოვანში. მოსახლეობის ინფორმაციით მას შემდეგ რაც კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიამ” გვირაბის მშენებლობა დაიწყო, სოფელში წყლის პრობლემა გაჩნდა. ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით ცენტრალური გზა გადაკეტეს. მოსახლეობას ხულოს გამგებელი შეხვდა. ადგილობრივებმა ბესიკ ბაუჩაძეს სოფელში წყლის მიყვანის ალტერნატიული გზები შესთავაზეს და აღდგენითი სამუშაოებისთვის 10 დღიანი ვადა მისცეს. გამგებლის თქმით, სამუშაოები ხვალიდან დაიწყება, თუმცა ჯერ უცნობია რომელი სოფლიდან.

ამავე კატეგორიაში