სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ვითომდა პირადი ნაცნობების გამოყენებით, თეორიული და პრაქტიკული გამოცდების ჩაბარების გარეშე, მოქალაქეს მართვის მოწმობის აღებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც 800 ლარს მოტყუებით დაეუფლა.