სპორტულ აკრობატიკაში თენგიზ ბოლქვაძის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი მიმდინარეობს. მასში ქართველების გარდა, სომეხი და აზერბაიჯანელი სპორტსმენები მონაწილეობენ.
ტურნირი 2 დღე გაგრძელდება, პატარებს შორის გამარჯვებულები დღეს, უფროსებს შორის კი ხვალ გამოვლინდება.