ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები ჭიათურში შეხვედრას მართავენ

27 მაისი 2019, 18:10 1288 ნახვა
00:00
00:00

ჭიათურაში დღეს სასწავლო პროცესს მოსწავლეების ნაწილი არ დასწრებია,  მაღაროელებს მხარდაჭერა სკოლის დირექტორებისა და მოსწავლეების ნაწილმა და რიგითმა მოქალაქეებმა გამოუცხადეს. პროცესი სახალხო  პროტესტში გადაიზარდა. მაღაროელები კომპანიის შეთავაზებას ამ დრომდმე არ თანხმდებიან.

მეთერთმეტე დღეა შიმშილობს 24 ადამიანი, მათ მთავარ მოთხოვნად კვლავ  ხელფასების 50%-იანი ზრდა რჩება. დღეს რამდენიმე მოშიმშილე შეუძლოდ გახდა. ჭიათურაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ელოდებიან. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა გაფიცულებთან შეხვედრა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მათ დავალება უშუალოდ პრემიერისგან მიიღეს.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი