ძლიერმა ქარმა მშენებლობიდან კონსტრუქციები გადმოყარა

25 მაისი 2019, 11:10 9028 ნახვა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის #7-ში, სამშენებლო კომპანია "ორბის" 55 სართულიანი მშენებარე კორპუსიდან , ამწეების ნაწილები ძლიერმა ქარმა მოგლიჯა. მძიმე კონსტრუქციების ვარდნის შედეგად, არავინ დაშვებულა. დაზიანებულია ავტომობილები.

მშენებლობა გაჩერებულია, ადგილზე მუშები უსავრთხოდ იმყოფებიან.  ტერიტორიაზე კი შესვლა აკრძალულია უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე. არის რისკი, რომ ქარმა ამწეების სხვა ნაწილიც ჩამოაგდოს. 

ტერიტორიამდე მისასვლელი გზა გადაკეტილია.  ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადებიც არიან მობილიზებულები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი