ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიონის 250-იანი ტურნირის ნახევარფინალშია. ქართველმა ჩოგბურთელმა მეოთხედფინალში გამოცდილი 34 წლის ჟო ვილფრიდ ცონგა ორ სეტში 6:4 ; 6:4 დაამარცხა.
ნიკამ ვეტერანი ფრანგი საკმაოდ მარტივად დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ოჟე ალისასიმესა და ჯონსონს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
27 წლის ბასილაშვილი ლიონის ტურნირზე პირველ ნომრად არის განთესილი და ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია.