ბათუმის ხელბურთელთა კლუბი - ‘’შავი ზღვის ბიჭები’’, დღეს, 23 მაისს, საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. ფინალურ შეხვედრაში, ბათუმელები თბილისის ‘’პეგასს’’ დაუპირისპირდებიან. შეხვედრა დღეს 18:00 საათზე თბილისის სპორტის სასახლეში დაიწყება.
გუშინ, 22 მაისს, ნახევარფინალურ შეხვედრაში ‘’შავი ზღვის ბიჭებმა’’ 27-22 დაამარცხეს ‘’იმედი სტუ’’ , ხოლო ‘’პეგასმა’’ დაძაბულ შეხვედრაში ერთბურთიანი სხვაობით 30-29 ‘’ქუთაისს’’ მოუგო.
რეგულარული სეზონი ბათუმის ‘’შავი ზღვის ბიჭებმა’’ პირველი ადგილით, 38 ქულით დაასრულეს.
ბათუმი და ‘’პეგასი’’ სატიტულო შეხვედრაში, ამ სეზონზე, მეორედ შეხვდებიან ერთმანეთს. "საქართველოს თასის" ფინალში ‘’შავი ზღვის ბიჭებმა’’ 29-30 დათმეს მატჩი თბილისის ‘’პეგასთან’’.