ქობულეთის შემოვლით გზაზე მოძრაობა ორი დღით აიკრძალა

22 მაისი 2019, 12:52 2493 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს 22 მაისს  08:00 საათიდან 23 მაისს 08:00 საათამდე ქობულეთის შემოვლით საავტომობილო გზაზე მდებარე გვირაბებში ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა.  

საავტომობილო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გეგმიური სამუშაოების გამო, შეიზღუდა.

ავტომობილების მძღოლებს საშუალება აქვთ ​ სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე, ციხისძირის უღელტეხილის გავლით იმოძრაონ.

უწყების ინფორმაციით, ადგილზე მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში