დაბა ქედაში, ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში სურმანიძეების ბინა დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ადგილზე სახანძრო-სამშველო ჯგუფები იყო მობილიზებული.
ქედის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მერიაში ამბობენ, რომ სურმანიძეების 4 წევრიან ოჯახს, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაეხმარებიან, ასევე მერია უზრუნველყოფს ოჯახის ქირით გაყვანას.