31 ამომრჩეველი ზუგდიდის 82-ე უბანზე ხმას ვერ მისცემს

19 მაისი 2019, 08:48 1803 ნახვა

ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. გადასატან ყუთში საკონტროლო ფურცელი ბეჭდის გარეშე ჩააგდეს. მოგვიანებით ყუთი დაილუქა და 31 ბიულეტენი გაბათილდა. 

ერთმანეთს სიტყვიერად კომისიის წევრები და „ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლები დაუპირისპირდნენ. 82-ე უბანზე დამკვირვებლების ნაწილი ხმის მიცემის შეწყვეტას ითხოვდა.

რამდენიმე წუთის განმავლობაში, მოქალაქეებს ხმის მიცემის საშუალება არ ჰქონდათ. 

ამ უბანზე ხმა ოპოზიციის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა უნდა მისცეს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში