აჭარის მწერალთა სახლში პოეტ ბელა ქებურიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ლექსები პოეტის შემოქმედებიდან, შეასრულეს პოეტის ლექსებზე დაწერილი სიმღერებიც.
მწერალთა სახლმა პოეტს რჩეული შემოქმედის წოდება მიანიჭა. ბელა ქებურია 10- ზე მეტი კრებულის ავტორია, უახლოეს მომავალში იგეგმება მისი კიდევ ერთი კრებულის გამოცემა სახელად „10 სარკმელი“.