სამძებრო ოპერაციაში ხვალ თურქეთის საზღვაო ძალების ხომალდი ჩაერთვება

18 აგვისტო 2016, 00:00 2951 ნახვა

თურქეთის საზღვაო ძალების კიდევ ერთი ხომალდი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ხვალ დილით შემოვა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შავ ზღვაში დაკარგული სამხედროების სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში თურქეთი აქტიურად ჩაერთო. გონიოს სანაპირო ზოლში ორი ქართველი სამხედროს სამძებრო ოპერაცია დილიდან განახლდა. თუმცა მყვინთავები 26 წლის იაგო შარაძესა და 24 წლის გიორგი ნანიტაშვილს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. 

ლაშა ველიაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში