„მეტი სიცოცხლისთვის“ - გლობალური კვირეული

06 მაისი 2019, 18:19 1370 ნახვა

„ხმა ამოიღე, გაუფრთხილდი სიცოცხლეს,“- ამ სახელწოდებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მე-5 გლობალური კვირეული გაიხსნა.თბილისში წინა წელთან შედარებით საგზაო შემთხვევების მაჩვენებელი 7 %-ით არის გაზრდილი. 7 % არის გაზრდილი დაშავებულთა რაოდენობა, გარდაცვლილთა კი 4 %-ით.

წლის ბოლომდე, ქვეყნის მაშტაბით სხვადასხვა დანიშნულების 5 000-მდე კამერა ამოქმედდება, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის, დგომა-გაჩერების წესების დარღვევის, სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში სანქციები გაიზრდება და გამკაცრდება.   – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ        განაცხადა,      ღონისძიების ფარგლებში მსჯელობენ სტატისტიკის შემცირების გზებზე და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. შსს კამპანიას შეურთდა შეხვედრას ასევე ჯანდაცვის მინისტრი, და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.     

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი