თორნიკე რიჟვაძის შეხვედრა გაერო-ს სხვადასხვა ქვეყნის მუდმივმოქმედ ელჩებთან

17 აპრილი 2019, 00:00 1273 ნახვა

საქართველოში ვიზიტით მყოფი გაეროს წევრი ქვეყნების მუდმივმოქედი ელჩები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდნენ. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე  მიმდინარე რეფორმებზე და ეკონომიკური პროექტებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობები და ტურისტული პოტენციალი გააცნო.

 დელეგაციის შემადგენლობაში გაეროში მიკრონეზიის ფედერალური შტატების, ფინეთის, მარშალის კუნძულების, ესვატინის სამეფოს, სენეგალის, ეკვადორის და დომინიკის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლები არიან. ვიდეო მასალა აჭარის მტავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

მაია ფუტკარაძე
რეგიონალური პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი