საქართველოში 6 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ავარიების შედეგად - 10 წლის სტატისტიკა

16 აპრილი 2019, 00:00 2596 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოში ბოლო ათი წლის სტატისტიკა შეაჯამა. ამ ხნის განმავლობაში, ქვეყანაში ავტოავარიების დროს მიღებული დაზიანებებით 6 608 ადამიანი გარდაიცვალა. გაცილებით მაღალია დაშავებულთა რიცხვი. ავარიების შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება 85 946 მოქალაქემ მიიღო, მათ შორის არიან ბავშვები, ქალები, მამაკაცები, მოხუცები. 

ფატალურად დასრულებული შემთხვევების მიზეზების სტატისტიკა ასე გამოიყურება: 27% მანევრირების წესის დარღვევა, 26% სიჩქარის გადაჭარბება, 19% შემხვედრ ზოლში გადასვლა, 9% მართვა სიმთვრალის მდგომარეობაში. 

რაც შეეხება გასული წლის სტატისტიკას, 2018 წელს. ავტოსაგზაო შემთხვევებს 459 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ავარიების რიცხოვნობით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა ევროპაში. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში, ამ მძიმე სტატისტიკის შემცირებას სხვადასხვა აქტივობით ცდილობენ. 

"2018 წელს ეროვნული ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის სრული განახლება დაიწყო. თუ 2017 წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით 170 კამერა ფუნქციონირებდა, დღეს გზებზე 2600-ზე მეტი კამერაა ჩართული, რომელიც საგზაო მოძრაობის დარღვევის ფაქტებს აფიქსირებს.

გარდა ამისა, სამინისტრომ დაიწყო ავტოსაგზაო შემთხვევების აღრიცხვიანობის სრული მოდერნიზაცია და განახორციელა საკანონმდებლო ინიციატივები, მათ შორის ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვის კრიმინალიზაცია. ასევე, უწყების მიერ, ყველა პატრულ -ინსპექტორი სრულად აღიჭურვა სამხრე ვიდეოკამერებით, რომელიც მძღოლებისა და საპატრულო პოლიციის კომუნიკაციის პროცესს სრულად აფიქსირებს" - წერია უწყების განცხადებაში.

სამინისტროში ამბობენ, რომ  "აღნიშნულ ღონისძიებებს მოჰყვა გარკვეული პოზიტიური შედეგები და 2018 წელს, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებში გარდაცვლილ პირთა რაოდენობა 11%-ით შემცირდა. ასევე, შემცირდა სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევების პროცენტული მაჩვენებელიც". 

უწყებაში მიიჩნევენ, რომ 2019 წლის ბოლომდე, საქართველში 5 000-მდე ფარული ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერა, ხოლო სექციური სიჩქარის მზომი მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ.-მდე მონაკვეთი.

შსს ამტკიცებენ, რომ გაიზრდება ფარული პატრულირების ეკიპაჟების რაოდენობა, რომლებიც ძირითად ქალაქებში იმოძრავებენ და დამრღვევ მძღოლებს შესაბამის სანქციას დააკისრებენ.

ფოტოები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივი 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი