სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

11 აპრილი 2019, 00:00 1551 ნახვა

ფინანსთა სამინსიტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ათი დღის განმავლობაში სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტსა და წითელ ხიდზე, არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანების დათვალიერებისას 7 080 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ, მათ ასევე ჯარიმის ათას ათასი ლარის გადახდაც მოუწევთ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი