მდინარე ჭოროხიდან მაშველებმა 50 წლის მამაკაცი ამოიყვანეს

10 აპრილი 2019, 00:00 2133 ნახვა

ბათუმში, მდინარე ჭოროხიდან მეხანძრე-მაშველებმა 50 წლის მამაკაცი უვნებლად გამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მამაკაცი თევზაობდა და მოულოდნელად წყალი ადიდდა. 

"წყლის დონის მომატების შედეგად, სათევზაოდ წასული მამაკაცი ხიდის ქვეშ შემორჩა და ნაპირზე დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ბათუმის სახანძრო-სამაშველო ჯგუფი" - წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

 

ამავე კატეგორიაში