88 წლის ასაკში, კინორეჟისორი გიორგი დანელია გარდაიცვალა. რეჟისორი რამდენიმე დღის წინ, ფილტვების ანთების დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დანელიას ცნობილ ნამუშევართა შორისაა ცნობილი კინოფილმები – „მიმინო“, „აფონია“, „არ დაიდარო“, „შემოდგომის მარათონი“, „ქინ-ძა-ძა“, „პასპორტი“ და სხვა.
გიორგი დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს თბილისში დაიბადა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კი, ოჯახი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა. სწავლობდა არქიტექტურის ინსტიტუტში და არქიტექტორად მუშაობდა. 1959 წელს, უმაღლესი სარეჟისორო კურსის გავლის შემდეგ კინოსტუდიაში დამდგმელ რეჟისორად დაიწყო მუშაობა.
რეჟისორს 1990 წელს სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს.