ნაფიცი მსაჯულთა კანდიდატების ხელახალი შესარჩევი სხდომა გადაიდო. სხდომის გადადება დაცვის მხარემ მოითხოვა. ადვოკატების განმარტებით, შერჩეული 150 კანდიდატიდან მხარეების მიერ შედგენილი კითხვარებს მხოლოდ სამმა გასცა პასუხი და სხდომაზე მხოლოდ ისინი გამოცხადდნენ. დაცვის მხარე განმარტავდა, რომ დანარჩენი 147 კანდიდატის მიერ შევსებული კითხვარების შესახებ ინფორმაციები არ ჰქონდათ.
ადვოკატების შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების მხარე. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ნაფიცების შესარჩევი პირველი სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 28 მარტს გაიმართა, თუმცა 7 საათიანი მსჯელობის შედეგად 21-დან ვერც ერთი ვერ შეირჩა.
მხარეების მიერ შერჩეულმა 14-მა მსაჯულებმა ვერდიქტი ქობულეთში მამაკაცის მძევლად აყვანასა და ძარცვის საქმეზე უნდა გამოიტანოს.