ხელვაჩაურის პოლიციაში დღეს სოფელ ქედქედში ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით სოფლის მკვიდრს დაკითხავენ. საქმე ეხება კომპანია ''ბიჯი თრეიდის'' მიერ ქედქედში მცირე ჰიდროელექტრო სადგურს, რომელსაც ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან. ისინი კომპანიას გეოლოგიური კვლევების საშუალებას არ აძლევენ, რის გამოც „ბიჯი თრეიდის“ მეპატრონემ დახმარებისთვის [პოლიციას მიმართა. ნონა ბაკურიძემ 112-ში დარეკა.
შეტყობინების საფუძველზე გამოკითხვაზე პოლიციაში სოფელ ქედქედიდან ოთხი ადამიანი დაიბარეს, თუმცა სამართალდამცავ უწყებასთან თანასოფლელების მხარდასაჭერად მაჭახლის ხეობის ათობით მკვიდრი მივიდა.
პოლიციის ხელმძღვანელობასა და ადგილობრივების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება გაიმართა და საბოლოოდ მხოლოდ ერთი პირის გამოკითხვაზე შეთანხმდნენ.