ბათუმში წიგნების მაღაზია გაქურდეს

03 აპრილი 2019, 00:00 8318 ნახვა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე წიგნების მაღაზია ''ბიბლუსი'' გაქურდეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. გატეხილია ობიექტის კარი. 

ქურდობის ფაქტი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. მაღაზიის მენეჯერი ამბობს, რომ სალაროში ფული არ იყო, ამიტომ ობიექტიდან არაფერი წაუღიათ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე, ის არასრულწლოვანია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. 

 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი