საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი სასტუმრო ''მგზავრების'' საუნაში გაჩნდა, დამწვარია პირსახოცები.
უწყებაში ამბობენ, რომ შენობიდან ხალხი უსაფრთხოების მიზნით გამოიყვანეს.

ხანძარი ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცველები. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
მემედ აბაშიძის ქუჩაზე ხანძარი, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ გაჩნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.