საპენსიო სისტემის დატოვების სურვილი ამ დროისთვის ათასამდე ადამიანმა გამოთქვა

01 აპრილი 2019, 00:00 3589 ნახვა

საპენსიო სისტემის დატოვების სურვილი ამ დროისთვის ჯამში ათასამდე ადამიანმა გამოთქვა. 40 წელს ზევით მყოფ დასაქმებულთაგან  ამ ეტაპზე სქემის დატოვების უფლება არც ერთ აქვს, რამდენადაც მათი პირველი საპენსიო შენატანის განხორციელებიდან 3 თვის ვადა არ გასულა.

დასაქმებულებმა საპენსიო სისტემის დატოვების შესახებ განაცხადი 31 მაისამდე უნდა გააკეთონ.  საპენსიო ფონდის მონაცემებით,  ამ დროისთვის სააგენტოს ანგარიშზე 25 მილიონია. სქემაში 47 ათასზე მეტი კომპანია და 700 ათასზე მეტი პერსონალური ანგარიშია ჩართული.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში