''მიკერძოებული და არაობიექტური'' - საქმიდან მოსამართლის აცილებას აქციებით ითხოვენ 

01 აპრილი 2019, 00:00 4226 ნახვა

ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდულ გარჩევებში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული, ზაალ ახვლედიანის ადვოკატები და ოჯახის წევრები საქმიდან მოსამართლე ლევან გელოვანის აცილებას ითხოვენ.

ისინი დღეს საქალაქო სასამართლოსთან ბანერებით მივიდნენ და საპროტესტო აქცია გამართეს. დაცვის მხარე მოსამართლე ლევან გელოვანს მიკერძოებულობასა და არაობიექტურობაში ადანაშაულებს.

ადვოკატ ფრიდონ სიხუაშვილის გაცხადებით, მოსამართლე მათ მტკიცებულებების გამოკვლევის საშუალებას არ აძლევს და მხარეებს არათანაბარ პორობებში აყენებს. ადვოკატი ამბობს, რომ პროკურატურა სასამართლოში მტკიცებულებებს 8 თვის განმავლობაში იკვლევდა, დაცვის მხარეს კი ამისთვის მხოლოდ რამდენიმე დღე ჰქონდა.

დაცვის მხარემ აცილების შუამდგომლობა, სასამართლო სხდომაზე რამდენჯერმე დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ლევან გელოვანი უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა სიაშია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ ის ხელისუფლების დაკვეთებს ასრულებს. 

''მოსამართლე ლევან გელოვანი-მურუსიძე ადვოკატის უფლებების გამანადგურებელი'' - დაწერეს ბანერზე ბრალდებულის ოჯახის წევრებმა.

მოსამართლე ლევან გელოვანმა, ზაალ ახვლედიანს და ამ საქმის ფიგურანტ კიდევ 10 ბრალდებულს განაჩენი 17 აპრილს უნდა გამოუტანოს, რადგან კანონით განსაზღვრული, წინასწარი პატიმრობის ვადა იწურება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი