აქცია გაიმართა ჩაქვში. ადგილობრივი კვლავ სანაპირო ზოლის „დრიმლენდ ოაზისისთვის“ იჯარით შესაძლო გადაცემას აპროტესტებენ და მოითხოვენ პლაჟი საერთო სარგებლობაში დარჩეს.
ამბობენ, რომ პლაჟის იჯარით გაცემა იგეგმებოდა 2016 წელსაც, ამას კი მაშინაც აპროტესტებდნენ. წინადადება სანაპირო ზოლის „დრიმლენდ ოაზისისთვის“ იჯარით გაცემის შესახებ ქობულეთის მერიამ უკვე შეიტანა საკრებულოში. დეპუტატები საკითხზე ხვალ 12 საათისთვის იმსჯელებენ.
დღეს აქციაზე შეკრების მოსახლეობას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, საკრებულოს თავჯდომარე და საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ფატი ხალვაში შეხვდნენ.