ბათუმის საქალაქო სასამართლოში პირველად არჩევენ ნაფიც მსაჯულებს სისხლის სამართლის საქმის განსახილველად. მოქალაქის მძევლად აყვანის საქმეში ბრალდებულმა 3 პირმა მოითხოვა, რომ მათი საქმე ნაფიც მსაჯულებს გადაეწყვიტათ.
ამ წუთებში საქმის პროკურორი და ადვოკატები 300 კანდიდატიდან, შემთხვევითი პრინციპით 12 ნაფიც და 2 სათადარიგო მსაჯულს ირჩევენ.
კანდიდატების შერჩევა, სამოქალაქო რეესტრის საერთო სიიდან, შემთხვევითობის პრინციპით სხვადასხვა რეგიონიდან შეირჩა. პირველ ეტაპზე წარმოდგენილი 21 კანდიდატიდან 17-მა მოქალაქემ, მოსამართლეს თვითაცილების შუამდგომლობით მიმართა.
მსაჯულობის ერთ-ერთი კანდიდატმა განაცხადა, რომ ბრალდებულის ადვოკატის ახლობელია. დანარჩენებმა კი თვითაცილების მიზეზად ჯანმრთლობის პრობლემა დაასახელეს, რის გამოც საქმის განხილვაში მონაწილეობას ვერ მიიღებდნენ.
მოსამართლემ 17-ე მოქალაქის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 21-დან ოთხი კანდიდატი დათანხმდა ნაფიც მსაჯულობას. კანდიდატების შერჩევა 279 კანდიდატიდან გრძელდება.
სხდომის დაწყებამდე მოსამართლე ლევან გელოვანმა კანდიდატებს საქმის არსი გააცნო და მიაწოდა ინფორმაცია იმ ბრალის შესახებ, რასაც გამოძიება 3 პირს ედავება.