ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დღეს კამელიების გამოფენა გაიმართება. წარმოდგენილი იქნება იაპონური კამელიების 78 ჯიში და ბოტანიკურ ბაღში მიღებული 30- მდე ჰიბრიდული ფორმა.
გამოფენა ბოტანიკურ ბაღში ყოველწლიურად ტარდება, წელს იგი იაპონურ ბაღში მოეწყობა. ბოტანიკურ ბაღში კამელიების სელექციაზე სპეციალისტები , წლების მანძილზე მუშაობდნენ. გამოფენა იაპონური კამელიის ჯიშების პოპულარიზაციისა და დაინტერესებული პირებისათვის 2015 წლიდან იმართება.
ბოტანიკური ბაღი, როგორც კამელიების უძველესი და მრავალფეროვანი კოლექციების მფლობელი, 2016 წლიდან გაწევრიანებულია კამელიების საერთაშორისო ორგანიზაციაში.
დღეს გამოფენა 15 საათზე დაიწყება, დასწრება უფასოა.