საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, დღეს, 25 მარტს, 19:00 საათიდან ავტომობილების გადაადგილება ორი დღით ნაწილობრივ იზღუდება. გვირაბი 27 მარტს, 12:00 საათზე გაიხსნება.
საპატრულო პოლიციის ინფორმაციით, ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბის პორტაების გარეცხვა-დასუფთავებითი სამუშაოები მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე ბათუმის მიმართულება ჩაიკეტება, ხოლო მეორე ეტაპზე ბათუმიდან გამავალი გვირაბი.
ერთი მიმართულებით მოძრაობის აკრძალვის პერიოდში, ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის მეორე მიმართულებაზე.