აჭარაში მომდევნო სამი დღის განმავლობაში მზიანი ამინდი იქნება, სანაპირო ზოლში ტემპერატურა +15, +17, მაღალმთიან ზონაში +8, +10 გრადუსამდე დათბება.
უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და მშრალი ჰაერის მასების გავრცელების შედეგად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი გათბება და ტემპერატურა, როგორც დასავლეთის დაბლობზე, ასევე აღმოსავლეთის ბარში +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს.
კვირის ბოლოს კი კვლავ ცივი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.