ბათუმში რეგილიგიის სააგენტოს წარმომადგენლობა გაიხსნა

20 მარტი 2019, 00:00 2324 ნახვა

რა საკითხების მოგვარებაზე იზრუნებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენელი აჭარაში? ამბობენ, რომ არსებობს პრობლემები, თუმცა ვის შორის, ან რა მიმართულებით ამას არ აკონკრეტებენ. პრობლემად მართლმადიდებელი ეკლესიის დეკანოზი ანდრია თურმანიძე მუსლიმური პანსიონების გახსნას ასახელებს. იგი ირწმუნება, რომ ახალი პანსიონი ახლახანს გაიხსნა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე. 

ამაზე კი სამუფთოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს კერძო პირების საქმიანობაა და მათ არ ეხებათ. პარალელურად მიმართავენ პარლამენტს, გაამარტივოს ლიცენზირების პროცედურები. მოსაგვარებელი საკითხი დაასახელა მუფთმაც - ბეგლარ ქამაშიძე მეჩეთების სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემის აუცილებლობაზე საუბრობს. საკითხების მოგვარებაზე ახლა სააგენტოს წარმომადგენელმა უნდა იზრუნოს აჭარაში - აბესალომ ასლანიძე დღეს წარადგინეს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში