საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით მის მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები, რომლის თანახმად, თითქოსდა ერთ-ერთ კომპანიას 200 ათასი ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა მიაწოდა.