აჭარაში მომდევნო სამი დღის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დღეს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს. ხვალ და ზეგ ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
უახლოეს დღეებში მზიანი და თბილი ამინდი შენარჩუნდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. დასავლეთში +18,+20 გრადუსი სითბო, აღმოსავლეთში +16,+18 გრადუსი იქნება.