მიტევების კვირა

10 მარტი 2019, 00:00 7220 ნახვა

მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის დღეს, ანუ მიტევების კვირას აღნიშნავს. ქრისტიანებისთვის ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულით ხვდებიან. დღეს ეკლესია სამოთხიდან ადამის განდევნას იხსენებს. მორწმუნეები მარხვის დაწყებამდე ერთმანეთს მიტევებას სთხოვენ.

ყველა ტაძარში საგანგებო ღვთისმსახურება აღესრულება, იკითხება შენდობის ლოცვები. ბათუმის საკათედრო ტაძარში შენდობის წესს 17 საათზე შეასრულებენ,  სამების ტაძარში  კი მას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე შეასრულებს.  საეკლესიო გადმოცემით, მიტევების კვირა ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე მამებმა ჯერ კიდევ პირველ საუკუნეებში დააწესეს. ეკლესიის სწავლებით, პირველქმნილი ადამიანების მიერ სამოთხის დატოვების მიზეზი სინანულის არქონა გახდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი