სოფელ ტაკიძეებში, ლევან ტაკიძის საცხოვრებელთან მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები დასრულდა, მოეწყო დამცავი კედელი, რომელიც სახლს და გზას სტიქიის შემოტევებისგან დაიცავს. ამ გზით ათობით ოჯახი სარგებლობს.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები სატენდერო პირობით გათვალისწინებულ ვადებში დაასრულა, ახლა აღნიშნული მონაკვეთი ჩამოშლილი მიწის მასისგან უნდა გაიწმინდოს. ქედის მერიამ სოფელ ტაკიძეებში მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 7 ათასამდე ლარი დახარჯა.