ავარიული გზები ჩაქვში

08 მარტი 2019, 00:00 2698 ნახვა

ჩაქვში 4 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომლის გავლითაც ტურისტები მტირალას პარკამდე მიდიან ამორტიზებულია.  

ასევე უგზოობის პრობლემაზე საუბრობს ხალას მოსახლეობა,  ადგილობრივების თქმით, გარკვეულ მონაკვეთზე ასფალტი არასდროს დაგებულა, აქ უფრო მეტად რთულდება მდგომარეობა უამინდობის დროს. ავტომობილების მძღოლები ამბობენ, რომ ამორტიზებული გზის  გამო ტრანსპორტი ზიანდება.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვითხრეს, რომ ხალას მიმართულებით გზის 200 მეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგება იგეგმება, რაც შეხება მტირალას პარკამდე მისასვლელ 4 კილომეტრიან გზას- წელს მხოლოდ პროექტის შეძენას გეგმავენ. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი