მომდევნო 3 დღის განმავლობაში საქართველოს მთელს ტერიტორიაზე მზიანი და თბილი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთში +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს, აღმოსავლეთში +13, +16 გრადუსი იქნება.
უახლოეს დღეებში, ამინდს ანტიციკლონური მდგომარეობა განსაზღვრავს, რომელიც მზიან და უნალექო ამინდს განაპირობებს.
მზიანი დღეა მოსალოდნელი აჭარაში, სანაპირო კურორტებზე, ხვალ +15, +17, ექვს მარტს კი, +17, +19 გრადუსამდე დათბება.
მაღალმთიან აჭარაში ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსი მოიმატებს.