რატომ გაჩერდა მატარებელი ქობულეთში?

03 მარტი 2019, 00:00 3270 ნახვა

თბილისიდან  ბათუმში მომავალი მატარებელი, დანიშნულების ადგილზე 2 საათიანი დაგვიანების შემდეგ მივიდა. ჩქაროსნული მატარებელი ქობულეთშია იყო გაჩერებული. როგორც საქართველოს რკინიგზის ცხელ ხაზზე განმარტეს, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია და შეფერხება უამინდობას უკავშირდება.

მატარებელი დატოვა მგზავრთა ნაწილმა,  მათი ინფორმაციით, შეფერხება დაზიანებულმა ელექტროსადენმა გამოიწვია.  „ენერგო-პრო ჯორჯია"-ში  კი გვითხრეს, რომ ქობულეთის აბონენტთა ნაწილს  შუქი ავარიული გათიშვის გამო არ მიეწოდებოდა, დაზიანება ქვესადგურში მოხდა, თუმცა ენერგომომარაგება მალევე აღდგა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი