რატომ დაგვიანდა ხელფასის გაცემა ხულოს მუნიციპალიტეტში?

27 თებერვალი 2019, 00:00 1356 ნახვა

ხულოს მერიასა და საკრებულოში ხელფასების გაცემა შეფერხდა.  აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტში ხარვეზი დაფინანსების წესის შეცვლამ განაპირობა. მერის მოვალეობის  შემსრულებელი არ ადასტურებს სესხის აღებას. მისი განმარტებით, საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მილიონნახევარი ლარი ცენტრალური ტრანსფერიდან მიიღო  თებერვალში.

ბრალდებების ადრესატი ოპოზიციონერ დეპუტატს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენას სთხოვს. ბრალდებები დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გაახმოვანა ბათუმში. მისი მტკიცებით, ანაზღაურების გარეშეა დაახლოებით 980 თანამშრომელი. ამასთან, ირაკლი ჯორბენაძის თქმით,  საბავშვო ბაღებში პროდუქტს ვერ ყიდულობენ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი