მაჭახლის ეროვნულ პარკში დაავადებული მცენარეების რაოდენობა იზრდება. ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ჰექტარზე გაშენებული ნაძვი, ბზა და სხვა ხე-მცენარე გახმა. დაავადებული მცენარეები დასახლებული ადგილებიდან არცთუ ისე შორსაა, რის გამოც მოსახლეობა შიშობს, რომ ხეების განადგურება მეწყრულ პროცესებს დააჩქარებს.
უშედეგო აღმოჩნდა შარშან ჩატარებული პრევენციული ღონისძიებებიც. ახლა რეინჯერები დაავადებებს მწერ საჭერი ხაფანგებით ებრძვიან. წელს კიდევ რამდენიმე ათასი ე.წ. ფერემონი დამონტაჟდება.