ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დანგრეული სახლის ნაცვლად, ახვლედიანის 12 ნომერში ახალი საცხოვრებელი შენდება. პროექტის მიხედვით, აქ სამსართულიანი კორპუსი აშენდება.
სახლს აუქციონში გამარჯვებული კომპანია შპს „ბილდსმორსი“ აშენებს, რომელსაც სანაცვლოდ საკუთრებაში გადაეცა ბაგრატიონის 127-ში მდებარე 5 ათას კვ.მეტრზე მეტი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის მაისში უნდა დასრულდეს, რისთვისაც 240 ათასი ამერიკული დოლარი დაიხარჯება.