თანამშრომლობის მემორანდუმი

16 აპრილი 2016, 00:00 3272 ნახვა

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და ჩინეთის პროვინცია ძიანსის ქალაქ ნანჩანის ქართული ღვინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონია თბილისში, ღვინის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა. დოკუმენტი მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაძლიერებას, კოორდინირებული აქტივობების, ერთობლივი საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელებას. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები. ნანჩანის ქართული ღვინის ცენტრის მშენებლობა დასრულებულია და ოფიციალური გახსნა უახლოეს პერიოდში იგეგმება. 

ამავე კატეგორიაში