სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ტენდერი სახურავის და ფასადის რეაბილიტაციისთვის გამოცხადდა. ხელშეკრულების მიხედვით, კეთილმოეწყობა ეზოც. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 341 ათას ლარზე მეტია.
ტენდერი აჭარის განათლების სამინისტრომ გამოაცხადა. მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება დაბა ქედის საჯარო სკოლასაც. შეკეთება ფასადი და მოეწყობა სველი წერტილები. ტენდერი გამოცხადებულია დაბა ქედის საჯარო სკოლის ეზოში სპორტული მოედნის მოწყობაზეც.