ხულოსა და შუახევში სადღეღამისო პანსიონები შენდება

14 თებერვალი 2019, 00:00 4254 ნახვა

ორი ახალი რელიგიური პანსიონი შენდება მაღალმთიან აჭარაში. ერთი ხულოში, მეორე კი შუახევში. ხულოში ამის გარდა კიდევ 9 პანსიონია, მათგან  7 ფუნქციონირებს. პანსიონი ფუნქციონირებს შუახევშიც, რომელიც განათლების სამინისტროს ლიცენზირების ქვეშაა.

ხულოში მოქმედ დაწესებულებებს კი არ აქვთ ლიცენზია, რის გამოც ხულოს მუფთმა  პროცედურების გამარტივების თხოვნით საქართველოს პარლამენტს მიმართა წერილობით.

ამოქმედებული კანონის შესაბამისად პანსიონებმა სააღმზრდელო დაწესებულების სტანდარტი უნდა დააკმაყოფილონ, ამ შემთხვევაში კი ლიცენზიისთვის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმართონ.

სტანდარტი ოთახების მასშტაბებთან ერთად, ბავშვების რაოდენობას და მოზარდებზე ზრუნვის ნორმებს ეხება. აჭარაში ამჟამად 20-მდე მუსლიმური პანსიონი ფუნქციონირებს, რომლებსაც ასევე არ გააჩნიათ ლიცენზია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი