''ნარჩენი გადაარჩიე, ბუნება გადაარჩინე'' - სლოგანების კონკურსი

12 თებერვალი 2019, 00:00 1712 ნახვა

„ნარჩენი გადაარჩიე, ბუნება გადაარჩინე”- ეს არის სლოგანი რომელმაც  ქობულეთში გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. კონკურსი  „ეფექტური სლოგანი ნარჩენების მართვის თემაზე“ ქობულეთის მუნიციპალური გენდერული საბჭო მიერ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელთან ერთად USAID-ის პროექტის  ფარგლებში  დაიგეგმა.

გამარჯვებული სლოგანისთვის დამზადდება ბანერი და ქობულეთში თვალსაჩინო ადგილას გამოქვეყნდება.   ორგანიზატორების განცხადებით, გამარჯვებული  გენდერული  ბალანსის  დაცვით  შედგენილმა ჟიურიმ  5 კრიტერიუმის მიხედვით შეარჩია. სლოგანი  უნდა  ყოფილიყო  თემატური,ლაკონური, აღქმადი  და ეფექტური.  კონკურსში  53 ადამიანი მონაწილეობდა. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი